ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების ნახევარმა ტესტირებაზე უარი განაცხადა

© Sputnik / Vladimir Umikashviliციხის პერიმეტრი
ციხის პერიმეტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსზე ინტენსიური PCR ტესტირება გასული წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს დაიწყო.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. კორონავირუსზე PCR ტესტირება ჩაუტარდათ ბათუმის N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.

დაწესებულებაში მყოფი 52 მსჯავრდებულიდან 31-მა ტესტირება უკვე გაიარა, დანარჩენმა 21-მა მსჯავრდებულმა PCR ტესტირებაზე უარი განაცხადა, რაზეც შესაბამისი ოქმები შედგა. ჩატარებული ტესტებიდან კი ყველა პასუხი უარყოფითი იყო.

„ცხადია, პატიმრებს ტესტირება ნებაყოფლობით უტარდებათ და თუ რომელიმე მათგანს ამის სურვილი არ აქვს, ძალდატანებით ტესტს ვერავინ ჩაუტარებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პულსომეტრი პაციენტის თითზე  - Sputnik საქართველო
ქსნის პენიტენციური დაწესებულების პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიური PCR ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ამ ეტაპზე ტესტირება ჩატარებულია N11 (არასრულწლოვანთა) და N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებებში.

არასრულწლოვანთა დაწესებულების ყველა ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო, ხოლო ქალთა დაწესებულებაში 329 ტესტიდან 23 დადებითი აღმოჩნდა. ეს 23 ინფიცირებული ქალი გადაყვანილია კარანტინში, დაავადება ყველა შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს. იზოლირებული არიან ასევე მათთან კონტაქტში მყოფი პატიმრებიც.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მკაცრი შეზღუდვები დაავადების პრაქტიკულად პირველივე გამოვლენიდან მოქმედებს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც მანამდე დაშვებული იყო, 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუჩერდათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0