რა ხდება რაჭა-ლეჩხუმში: ხანძრის ქრობაში ავიაცია ჩაერთო

© photo: Emergency Management Service / FBტყის ხანძრის ქრობა დასავლეთ საქართველოში
ტყის ხანძრის ქრობა დასავლეთ საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცეცხლის ასზე მეტი კერა გაჩნდა, რომელთა დიდი ნაწილი უკვე ჩამქრალია.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. რაჭა-ლეჩხუმში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო, იუწყება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

მეხანძრე-მაშველები სამეგრელოში ცეცხლს ებრძვიან - Sputnik საქართველო
სამეგრელოში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რაჭის მიმართულებით უკვე გაფრინდა და ის ონჭევი-წოლას კერის ქრობას შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში ცეცხლის კიდევ ორი კერაა, რომელთაგან ერთი — ჩქუმში უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ლაილაშში ხანძარი ჯერ არ ჩაუქრიათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოში, სოფელ ზარათსა და ხონში, სოფელ ძეძილეთში.

„დილის შემდეგ შემოვიდა შეტყობინება ხანძრების შესახებ ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რაც შეეხება ქვეყნის სხვა რეგიონებს და იქ არსებულ სახანძრო ვითარებას, ქედის რაიონის სოფელ ბზუბზუში ხანძრის ლიკვიდაცია უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა. ამ მომეტისთვის მიმდინარეობს რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერის დამუშავება.

ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო
ერთ დღე-ღამეში საქართველოში 100 ხანძარი ჩააქრეს

სამეგრელოში ლიკვიდირებულია ხანძარი წალენჯიხის სოფელ ჯაღირაში, სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება ჯვარში (სოფელ მუჟავში), წალენჯიხაში (სოფელ სქურში) და მარტვილში (სოფელ ბალდაში). სამივე ლოკაციაზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ხანძრის შესახებ შეტყობინება შევიდა აბაშის რაიონის სოფელ წყემიდანაც, სადაც ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია როგორც სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ისე მეხანძრე-მაშველების ქვეითი შემადგენლობა.

გარდა ამისა, ტყის ქვედა საფარი იწვის კასპში, რკონის ხეობაშიც. ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით გაჩნდა, რომლის ჩასაქრობადაც, მიუხედავად გზის მოყინული და დაზიანებული საფარისა, შესაბამისი ავტოტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფებია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან, რამაც შეიძლება ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ისე ტყის მასივებზეც.

ყველა ახალი ამბავი
0