სამეგრელოში ხანძრების ქრობაში ადგილობრივები ჩაერთვნენ

© photo: Sputnikტყის ხანძარი სამეგრელოში
ტყის ხანძარი სამეგრელოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული რელიეფის გამო ცეცხლთან ტექნიკით მისვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ხანძარს ადგილობრივი მოსახლეობა და მეხანძრე-მაშველები მის გარეშე ებრძვიან.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და მარტვილის სოფელ ბალდაში, სადაც ცეცხლის სამი კერა რჩება, ამ დრომდე ებრძვიან ხანძარს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

ტყის ხანძრის ქრობა დასავლეთ საქართველოში - Sputnik საქართველო
რა ხდება რაჭა-ლეჩხუმში: ხანძრის ქრობაში ავიაცია ჩაერთო

არსებული ცნობით, ადგილზე მობილიზებულია მაშველთა ჯგუფები. ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებში ასევე ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.

ხანძრის კერები ტექნიკისთვის მიუვალია, რის გამოც მისი ლოკალიზება ცოცხალი ძალის მეშვეობით ხდება.

ხანძრის შედეგად ბალდაში დაზიანდა სასმელი წყლის მილები. დამწვარია რამდენიმე ჰექტარი ფართობი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლის კერები დაუსახლებელ პუნქტშია და მისი მოსახლეობაში გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0