რუსეთმა და საუდის არაბეთმა ნავთობთან დაკავშირებით კომპრომისს მიაღწიეს

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშინავთობის მომპოვებელი დანადგარი
ნავთობის მომპოვებელი დანადგარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეები ორ სცენარს განიხილავდნენ: თებერვალში ნავთობის მოპოვების გაზრდა ნახევარი მილიონი ბარელით დღე-ღამეში, ან იანვრის მაჩვენებლების შენარჩუნება.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. რუსეთმა და საუდის არაბეთმა შეძლეს შეთანხმება იმის თაობაზე, თუ როგორ შეიცვალოს ფასები ნავთობის მოპოვების კვოტებზე თებერვალში, იუწყება Wall Street Journal.

WSJ-ს მონაცემებით, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ თებერვალში შეინარჩუნონ ნავთობის მოპოვების ამჟამინდელი დონე, ხოლო გაზაფხულზე გაზარდონ წარმოება. მხარეები კომპრომისის მიღწევას გუშინ ვარაუდობდნენ, თუმცა OPEC+-ის ქვეყნებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს და შეხვედრა სამშაბათს განაგრძეს.

ირანის ნავთობის მინისტრის ბიჟან ზანგანეს განცხადებით, გაშინ გამართულ OPEC+-ის შეხვედრაზე ორი სცენარი განიხილებოდა: ნავთობის მოპოვების გაზრდა თებერვალში ნახევარი მილიონი ბარელით დღე-ღამეში, ან იანვრის მაჩვენებლების შენარჩუნების მცდელობა.

ნავთობსაქაჩი OPEC-ის ლოგოტიპის ფონზე  - Sputnik საქართველო
მოსაზრება: არის თუ არა OPEC+-ის ახალი შეთანხმება ყველასთვის სარგებლიანი

როგორც РИА Новости-ს წყარომ განუცხადა, რუსეთი პირველ ვარიანტს ემხრობოდა, მეორეს – საუდის არაბეთის წარმომადგენლები და სხვა სახელმწიფოების უმრავლესობა. მათი პოზიცია პანდემიის გამო ბაზარზე შენარჩუნებულ გაურკვევლობას ეყრდნობოდა.

მარტში ნავთობის კოტირება ჩავარდა მას შემდეგ, რაც OPEC+-ის ქვეყნებმა ვერ შეძლეს შეთანხმება გარიგების პარამეტრების ცვლილებებზე ვერც ნედლეულის მოპოვების შემცირებასთან და ვერც მის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

შეზღუდვები მოპოვებაზე 1 აპრილიდან მოხსნეს. მხოლოდ მარტში შავი ოქრო ორჯერ და მეტად გაიაფდა.

კუვეიტი კოტრდება: ნავთობის უდიდესი მარაგები ბიუჯეტს ვეღარ ავსებს>>

მაისიდან OPEC+-მა ნავთობის მოპოვება სამი თვის ვადით დღე-ღამეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა. აგვისტოდან ალიანსმა განაგრძო მოპოვების შემცირება, მაგრამ ნაკლები მოცულობით – 7,7 მილიონი ბარელით დღე-ღამეში და წლის ბოლომდე.

ყველა ახალი ამბავი
0