საშიში პიროტექნიკა და ალკოჰოლით ინტოქსიკაცია: რამდენი ადამიანი დაშავდა საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerსაშიში პიროტექნიკა და ალკოჰოლით ინტოქსიკაცია: რამდენი ადამიანი დაშავდა საქართველოში
საშიში პიროტექნიკა და ალკოჰოლით ინტოქსიკაცია: რამდენი ადამიანი დაშავდა საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
31 დეკემბრისა და 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ალკოჰოლით 108 ადამიანი მოიწამლა, პიროტექნიკით კი 51 ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 36 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, იუწყება „პირველი არხი“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრზე დაყრდნობით. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
პიროტექნიკით დაშავებულმა ათობით ადამიანმა დამწვრობის ცენტრს მიმართა

31 დეკემბრის ღამეს საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების ბრიგადები 51-ჯერ გამოიძახეს. მხოლოდ დედაქალაქში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 36 ადამიანი დაშავდა, მათგან 27-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. რაც შეეხება რეგიონებს, დაშავდა 15 ადამიანი, სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსეს 9 პაციენტი.

ახალი წლის დღეებში ალკოჰოლით მოწამვლის გამო სასწრაფო დახმარების ცენტრში 108 შეტყობინება დაფიქსირდა – 44 პაციენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

გამოძახებების დიდი ნაწილი თბილისს (55 გამოძახება), დანარჩენი კი რეგიონებს უკავშირდება.

ყველა ახალი ამბავი
0