თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ახალი წლის შემდეგ დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკით დაშავებულმა არაერთმა ადამიანმა მიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
როგორც ქირურგმა მერაბ ჯანჯღავამ აცნობა ტელეარხს, ცენტრს 23-მა ადამიანმა მიმართა, რომელთაც დამწვრობა ძირითადად ხელისა და სახის არეში აღენიშნებათ.
„ჩვენს კლინიკას პიროექტენიკური საშუალებების აფეთქების შედეგად გამოწვეული დამწვრობით მომართა 23-მა პაციენტმა... მეორე-მესამე ხარისხის დაზიანებები უმეტესად აღენიშნებათ თითების, მტევნის, სახის არეში. ამპუტაცია ჯერ-ჯერობით არ არის. იმედია, არ დაგვჭირდება“, — აღნიშნა ჯანჯღვამ.
მისი თქმით, პაციენტთაგან ორი — ექვსი და ცხრა წლის ბავშვები, სტაციონარში არიან მოთავსებული, დანარჩენები კი ამბულატორიულად მკურნალობენ.
ექიმი აზუსტებს, რომ პიროტექტენიკით მიყენებული დაზიანება შეიძლება საკმაოდ რთული იყოს და მთელი ცხოვრების განმავლობაში დატოვოს ტრავმა.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ახალი წლის დღეებში კანონით აკრძალა პიროტექნიკის გაყიდვა, რათა კოვიდ–პაციენტებით ისედაც გადატვირთულ სამედიცინო დაწესებულებებს ფეიერვერკებით დაშავებული პაციენტები არ დამატებოდნენ.