მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კორონავირუსის გამო: გერმანიამ საახალწლო ფოიერვერკების გაყიდვა აკრძალა

© photo: Sputnikპიროტექნიკა
პიროტექნიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანელმა მწარმოებლებმა და გამყიდველებმა სასამართლოს იმ კანონის დროებით შეჩერება მოსთხოვეს, რომელიც ფოიერვერკების გაყიდვას კრძალავს მთელი ქვეყნის მასშტაბით

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. გერმანიაში საახალწლო ფოიერვერკები არ გაიყიდება, რის შესახებაც გადაწყვეტილება ბერლინის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გამოიტანა.

გედი - Sputnik საქართველო
მგლოვიარე გედის გამო მატარებლების მოძრაობა ერთი საათით შეჩერდა

მანამდე პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო კანონის დროებით შეჩერების მოთხოვნით, სასამართლოს ფოიერვერკების მწარმოებლებმა და გამყიდველებმა მიმართეს.

„ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პიროტექნიკის მწარმოებლებისა და გამყიდველების შუამდგომლობა, დროებით შეწყვეტილიყო [აკრძალვის შესახებ] ნორმის მოქმედება“, — ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

როგორც სასამართლო დოკუმეტშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის სამედიცინო სისტემას, რომელიც ისედაც საკმაოდ გადატვირთულია Covid-19–ის პანდემიის გამო, თავიდან აარიდებს პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო დაშავებულთა ტალღას.

 

ყველა ახალი ამბავი
0