თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. გერმანიაში საახალწლო ფოიერვერკები არ გაიყიდება, რის შესახებაც გადაწყვეტილება ბერლინის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გამოიტანა.
მანამდე პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო კანონის დროებით შეჩერების მოთხოვნით, სასამართლოს ფოიერვერკების მწარმოებლებმა და გამყიდველებმა მიმართეს.
„ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პიროტექნიკის მწარმოებლებისა და გამყიდველების შუამდგომლობა, დროებით შეწყვეტილიყო [აკრძალვის შესახებ] ნორმის მოქმედება“, — ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
როგორც სასამართლო დოკუმეტშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის სამედიცინო სისტემას, რომელიც ისედაც საკმაოდ გადატვირთულია Covid-19–ის პანდემიის გამო, თავიდან აარიდებს პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო დაშავებულთა ტალღას.