თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 45 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაცვლილი 87 წლის ქალია, ის სენაკის მცხოვრები იყო. პაციენტი გუშინ, სენაკის კლინიკა „სენამედში“ გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევების უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია. რეგიონის 6 კოვიდცენტრში 187 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში იმყოფება 70 კოვიდპაციენტი. მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.
„სენამედის“ კლინიკაში იმყოფება - 37 კოვიდ პაციენტი მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 7 პაციენტი.
ფოთის კლინიკაში იმყოფება 24 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმეა 4 პაციენტი.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი - 18 პაციენტი, მათ შორის 4 მძიმე.
აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკა - 11 პაციენტი.
„სენაკი ლაზიკა მედი“ - 27 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 98.
კორონავირუსით ბოლო 24 საათში, კიდევ 31 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს უკვე 2 603 პირი ემსხვერპლა.
3 იანვრის მონაცემებით, გამოვლინდა 417 ახალი შემთხვევა. სულ დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 169-ს. გამოჯანმრთელდა 2 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 220 442-მდე.
ნიკა ლატარია