თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 417 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 128 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, ინფორმაციას უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში სულ 2 795 ტესტი ჩატარდა (მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 1 868, PCR ტესტით - 927), შესაბამისად, დადებითი პასუხი ტესტების 15%-მა აჩვენა.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 71, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, აჭარა - 37, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 32, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 24, გურია - 9, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 6 098 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4 209 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 071, იმერეთში - 778, აჭარაში - 370.
მძიმეა 897 პაციენტის მდგომარეობა (თითქმის 15%). ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 299 პირი, მათგან თბილისში – 181, იმერეთში - 35, აჭარაში - 23.
კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 840 ადამიანი, მათ შორის 457 - აჭარაში, 230 - თბილისში, 53 - იმერეთში.
ბინაზე მკურნალობს 1049 პირი (აქტიური შემთხვევების 17%).
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 31 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 603-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 220 442-მდე გაიზარდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 29.893 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 468 პირი, იმერეთში - 3 036, აჭარაში - 2 102.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 140, იმერეთში - 68, ხოლო აჭარაში - 56.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.