თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ერთი ვაშლის ჭამა ყოველი კვების წინ (ყოველდღიურად) წელიწადში ხუთ კილოგრამზე მეტი ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ, წერს გამოცემა The Sun-ი ბრიტანელ დიეტოლოგ რობ ჰობსონზე დაყრდნობით.
21 იანვარი 2020, 13:18
დიეტოლოგის თქმით, ვაშლი სამჯერ მეტად ანაყრებს, ვიდრე შოკოლადის ფილა ან ნებისმიერი სხვა მაღალკალორიული ტკბილეულობა.
„ასი გრამი ვაშლი შეიცავს 1,2 გრამ საკვებ ბოჭკოს, რომლის წყალობითაც თავს დანაყრებულად ვგრძნობთ, განსაკუთრებით ჭამის წინ“, — განმარტავს სპეციალისტი.
როგორც ჰობსონი ამბობს, უჯრედისი ასევე ხელს უწყობს ნაწლავებში ბაქტერიების ბალანსის დარეგულირებას, რაც, თავის მხრივ, წონაში კლებას განაპირობებს და ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას აფერხებს.