ქართველმა სამხედროებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს საჩუქრები გადასცეს

© photo: Ministry of Defence of Georgiaსამხედროებმა ახალი წელი სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიულოცეს
სამხედროებმა ახალი წელი სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიულოცეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ თავდაცვის ძალების როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები

თბილისი,  31 დეკემბერი – Sputnik. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სამხედროებმა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ქართველი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო
თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამშვიდობოებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

ვაზიანის დასახლებაში, სოფელ გამარჯვებაში, კრწანისსა და მცხეთაში, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შინდისსა და ხიდისთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები და საახალწლო საჩუქრები სარდლობის შტაბმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა ქვეითმა, მექანიზებულმა, საარტილერიო და საინჟინრო ქვედანაყოფების სამხედროებმა გადასცეს.

უფრო ადრე დასავლეთის სარდლობის შტაბმა და სარდლობაში შემავალმა ქვედანაყოფებმა ხონის, სენაკისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და ტკბილეულთან ერთად საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.

ყველა ახალი ამბავი
0