თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამშვიდობოებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

© FB / Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედროები ავღანეთში
ქართველი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით ახალი წელი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულში, მაზარ-ი-შარიფსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში - ბაზა „უკატექსზე“ მყოფ მშვიდობისმყოფელებს მიულოცა.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან ახალი წელი მიულოცა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ნათქვამია უწყების Facebook–გვერდზე.

თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის ანგარიში წარადგინა>>

ღარიბაშვილმა ქვეყნის წინაშე და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ქართველი მშვიდობისმყოფელების წვლილი აღნიშნა და მადლობა გადაუხადა თვითგანწირვისთვის.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ღირსეული სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით შორეულ ავღანეთში, ღირსეულად წარმოაჩენთ ჩვენს სამშობლოს და ქართულ ჯარს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მინისტრმა ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში მყოფ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება, მათ ოჯახებს კი, ბედნიერი 2021 წელი უსურვა.

აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში - Sputnik საქართველო
საქართველოში დაჯილდოვდა სამხედრო, რომელიც თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას გადაურჩა

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაციის გაწევა შედის. ქართველი მშვიდობისმყოფელები დისლოცირებული არიან ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში.

აფრიკაში, ევროკავშირის ეგიდით, სამხედრო-სასწავლო მისიაში საქართველო წარმოდგენილია ორ ქვეყანაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც წარმოდგენილია ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეული, და მალიში, სადაც ერთი ოფიცერი იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0