თბილისის მერია ბუკიას ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ–ერთი პარკი
თბილისის ერთ–ერთი პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაღი, რომელიც  საბურთალოზე ჯერ კიდევ წინა საუკუნის 30–იან წლებში გაშენდა, დედაქალაქის მერის განცხადებით, ამაჟამად მძიმე მდგომარეობაშია და განახლებას საჭიროებს.

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. 2021 წელს ბუკიას ბაღის სრული განახლება იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

„დედაქალაქს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა. შესაბამისად, ამ ბაღის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები 2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

რიკის პარკი - Sputnik საქართველო
თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდა

„ამჟამად ბაღი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მიხარია, რომ ეს სივრცე მოწესრიგდება“, - განაცხადა კალაძემ.

მერმა ხაზი  გაუსვა იმასაც, რომ აღნიშნული ტერიტორია მოიცავს სივრცეებს, რომელიც დიდი ხნის წინ გასხვისებულია და კერძო საკუთრებაშია

„სამწუხაროდ, იცით უამრავი ფაქტი, როდესაც ხდებოდა სკვერების, პარკების გასხვისება და შემდეგ მათი სხვადასხვა მიზნით გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სივრცეები ისევ დაუბრუნდეს  მუნიციპალიტეტს, მოწესრიგდეს და განახლდეს ერთიანი გეგმით და ხედვით. დღეს, თუ არ ვცდები, ეს კონკრეტული ტერიტორია შემოღობილია. ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, დაისვენოს, განიმუხტოს, გაერთოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საკრებულო - Sputnik საქართველო
საკრებულომ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა: რას მოხმარდება თანხები

მერმა შესაბამის უწყებებს დაავალა, დაეხმარონ საბურთალოს გამგეობას, რათა აღნიშნული კერძო საკუთრება დროულად გამოისყიდონ.

ბუკიას ბაღი  საბურთალოზე  გააშენა 1930-იან წლებში აქ დასახლებულმა აგრონომმა მირიან ბუკიამ. ამჟამინდელი ბაღი მდებარეობს 7 ათას კვადრატულ მეტრზე. 2014 წელს ბაღს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც დამონტაჟდა გარე-განათებისა და სარწყავი სისტემები, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები, დაიდგა სკამები და მოეწყო საჩრდილობლები. ბაღში მდებარე მრავალწლოვან და უიშვიათეს ხე-მცენარეებს ფორმირება და წამლობა ჩაუტარდა.

ყველა ახალი ამბავი
0