თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდა

© photo: Sputnikრიკის პარკი
რიკის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძის განცხადებით, ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე 8 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ქალაქში პარკებისა და სკვერების განახლება დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„მნიშვნელოვანი საკითხია ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა, რასაც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენს ქალაქს ეკოლოგიური კუთხით მდგომარეობის გამოსწორება ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ყოფილ იპოდრომთან საჩოგბურთო კორტები აღდგება

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე განათებისა და სარწყავი სისტემები. სკვერში სხვადასხვა სახეობის 484 ხე და 62 ძირი ბუჩქი დაირგო.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არსებული რეკრეაციული სივრცის მოწყობა ადგილობრივი მცხოვრებლების დიდი სურვილი იყო.

„ჩვენ პირობას ვდებთ, რომ თბილისი ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული და მწვანე ქალაქი იქნება განვითარებული ინფრასტრუქტურითა და განახლებული ტრანსპორტით“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერია აცხადებს, რომ სარეკრეაციო ზონების აღდგენა და კეთილმოწყობა მმართველი გუნდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბოლო სამი წლის განმავლობაში დედაქალაქში სხვადასხვა პარკსა და სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სულ ახლახან თბილისის მერია შეუდგა ორი მასშტაბური პროექტის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს ვაკის პარკისა და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის განახლებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0