იტალიაში ათი ტონა ქართული თაფლი გავიდა

© photo: Sputnik / Stringerქართული თაფლი
ქართული თაფლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო იმ რამდენიმე ქვეყნის სიაში მოხვდა, რომელთაც ევროკომისიამ ევროკავშირში თაფლის ექსპორტის უფლება მისცა

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. ათი ტონა ქართული თაფლი ექსპორტზე იტალიაში გავიდა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.

2016 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და ქვეყანა იმ ქვეყნების სიაში შეიტანა, საიდანაც დასაშვებია თაფლის იმპორტი ევროკავშირში.

თაფლი - Sputnik საქართველო
„ნინოწმინდის თაფლი“ გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალში შევიდა

სანამ ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გავიდოდა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა და განახორციელა ევროპული კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისი თანმიმდევრული გეგმა.

ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღების, ფალსიფიკაციისგან დაცვისა და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ევროკავშირის სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები და დაამტკიცა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების (მძიმე მეტალები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) მონიტორინგის გეგმა.

მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად იღებს ასი თაფლის ნიმუშს, რომელსაც იკვლევს სპეციალური აკრედიტირებული ლაბორატორია.

თაფლის გამოფენა კანადაში - Sputnik საქართველო
ქართულმა თაფლმა კანადაში მაღალი შეფასება დაიმსახურა

ამასთან, მეფუტკრე ფერმერების ინფორმირების მიზნით, ჩატარდა საინფორმაციო აქტივობები. გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა დარღვევების რაოდენობა.

ქართული თაფლის ექსპორტი ასევე აშშ–ში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში ხორციელდება.

ქართული თაფლი, ჩინურ და არგენტინულ თაფლთან შედარებით გაცილებით ძვირია. იგი გამოირჩევა გემოვნური და სასარგებლო თვისებებით.

საქართველო - თაფლის სამშობლოც?!>>

საქართველოში აწარმოებენ მონოფლორალურ თაფლს, ალპური ზონის თაფლს, რომელიც ძვირადღირებული პროდუქტია.

ყველა ახალი ამბავი
0