თურნავა: 2021 წელს პრივატიზაცია იქნება ერთ-ერთი სტიმული, რომელიც ჩვენს ეკონომიკას აღადგენს

© Sputnik / Alexander Imedashviliნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით 2020 წელი, პანდემიის მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული იყო

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. 2020 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან 130 მლნ ლარზე მეტი თანხის მობილიზება მოხდა, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 12 მლნ ლარით მეტია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში პრეზენტაციისას.

საქართველოს ეკონომიკა პანდემიის პერიოდში – ეკონომიკის მინისტრის 2020 წლის ანგარიში>>

„პანდემიის მიუხედავად 2020 წელი საკმაოდ წარმატებული იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და ახალი სტიმულია ეკონომიკისთვის, რომ გაჯანსაღდეს და განვითარდეს“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
თურნავა: პრივატიზაცია ლარის კურსს გაამყარებს

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ჯამში 146 მლნ ლარზე მეტი თანხა იყო  მობილიზებული. მათ შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან სააგენტომ 130 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოახდინა, საიდანაც ბიუჯეტში 95 მლნ ლარზე მეტი გადაირიცხა, ეს კი წლიური გეგმის 106 პროცენტია.

ამასთან, ბიუჯეტმა სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან 2020 წელს გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2019 წელს. 2016 წელთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45 მლნ ლარზე მეტია.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით წარმატებით იმუშავა სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების სააგენტოს ინიციატივამ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს 115 ობიექტი უკვე გაიყიდა, ხოლო 130 სახელმწიფო ობიექტზე პარალელური აუქციონებია გამოცხადებული.

საქართველოს ხელისუფლებას აუქციონზე სასარგებლო წიაღისეულის 100 ობიექტი გააქვს>>

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პარალელურ აუქციონებზე 67 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება იყო გამოტანილი, მათი დასრულების შემდეგ ქონების ჯამური  გაყიდვის ფასმა 84 მლნ ლარს გადააჭარბა.

„სამომავლოდ ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს. მომავალ წელს პრივატიზაცია იქნება ერთ-ერთი სტიმული, რომელიც ჩვენს ეკონომიკას აღადგენს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

პრეზენტაციაზე პოზიტიურად შეფასდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი მომსახურების სააგენტოს შერწყმა, როგორც მნიშვნელოვანი რეფორმა სახელმწიფო უძრავ-მოძრავი ქონების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განკარგვის მიმართულებით.

„საქართველოს ფოსტის“ გაყიდვა 2021 წლამდე გადაიდო>>

პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ნინო ენუქიძე, აგრეთვე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი პირები.  

ყველა ახალი ამბავი
0