საქართველოს თევზსაჭერ ფლოტს 10 ახალი გემი შეემატება

CC0 / Pixabay / თევზსაჭერი გემი
თევზსაჭერი გემი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად ქართველი მეთევზეები უცხოურ გემებს ქირაობენ, რადგან ქართული თევზსაჭერი გემები სავალალო მდგომარეობაშია. გემების დაბალი საიმედოობის და წარმადობის გამო ასევე ვერ ხერხდება მეთევზე მეზღვაურთა სათანადო დონეზე გადამზადება.

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს თევზსაჭერი ფლოტი 10 ახალი გემით გაიზრდება, მათ შორის პირველი გემი ქვეყნის აკვატორიაში უკვე იანვარ-თებერვალში შემოვა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საქართველოს დღეს 30 სეინერი (თევზსაჭერი გემი) ჰყავს, რომელზეც 500-მდე მეთევზე-მეზღვაურია დასაქმებული, თუმცა გემები მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.

თევზით ვაჭრობა - Sputnik საქართველო
სახელმწიფო საქართველოს თევზჭერის ფლოტის გაფართოებას დაეხმარება

საზღვაო თევზჭერის ფლოტის აღდგენა და განვითარება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივით და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით დაიწყო და აქტიურად  მიმდინარეობს.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამას თევზჭერის მიმართულების განვითარებისათვის „თევზჭერის მიმართულება საზღვაო სფეროში" დაემატა. საზღვაო თევზჭერის ინდუსტრიის თანადაფინანსების კომპონენტი მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გასული წლის ბოლოს დაამტკიცა.

პროგრამის ამოქმედებიდან საზღვაო თევზჭერის მიმართულებით სულ დაფინანსდა 10 თევზსაჭერი გემის შესყიდვა. აღნიშნული პროექტების სესხის მოცულობა 37.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა 38 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტების ფარგლებში სულ შეიქმნება 161 დამატებითი სამუშაო ადგილი.

„აწარმოე საქართველოში“: ქვეყანაში პირველი თევზსაჭერი გემის მშენებლობა დაფინანსდა>>

კომპანიები ისარგებლებენ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით, ამასთანავე 6 კომპანია საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმითაც. კერძოდ, პირველი 3 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს და ასევე, სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.

ლევან დავითაშვილმა სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა - Sputnik საქართველო
ლევან დავითაშვილი: საქართველო შესაძლოა თევზის ექსპორტიორ ქვეყანად იქცეს

პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით 90%-იანი უზრუნველყოფისა და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლუს 3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება. 

პროგრამის ხელშეწყობით თევზმჭერი ფლოტი მნიშვნელოვნად განახლდება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. 

ახალი გემებით მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ მაშინ, როცა დღეს მისი სრულად ათვისება ვერ ხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არსებული პრაქტიკით ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია.

ყველა ახალი ამბავი
0