ვისთვის არ გაზრდის „თბილისი-ენერჯი“ გაზის ტარიფს – ნათია თურნავამ განმარტა

© Pixabay / Pixabay / PhotoMIX-Companyგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თბილისი ენერჯიმ“ კომერციული მომხმარებლებისთვის, პურის საწარმოების გარდა, მოხმარებული გაზის საფასურის 2021 წლიდან გაძვირებასთან დაკავშირებით 1 დეკემბერს განაცხადა. 17 დეკემბერს კი ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ კომპანია კომერციული მოხმარების ტარიფებს ჯერ არ შეცვლიდა.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. პურ-პროდუქტების მწარმოებლებისთვის კომერციული გაზის ფასების ზრდა უახლოეს პერიოდში არ მოხდება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„თბილისი ენერჯიმ“ განცხადება კომერციული მომხმარებლებისთვის 2021 წლიდან მოხმარებული გაზის საფასურის გაძვირებასთან დაკავშირებით 1 დეკემბერს გაავრცელა. ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი მხოლოდ პურის საწარმოებისთვის რჩება. კომპანიის განცხადებით, 3 იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.10 ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ამ პერიოდისთვის კომერციული ტარიფი 0,86 ლარია.  

„მე გამოვრიცხავ, რომ მოხდეს უახლოეს პერიოდში კომერციული გაზის ფასების ზრდა პურ-პროდუქტების მწარმოებლებისთვის. ზოგადად, მცირე ბიზნესისთვის დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ არ მოხდება გაზის ფასის ზრდა, მაგრამ აქ ჩვენ ბერკეტები შეზღუდული გვაქვს და უბრალოდ კონსულტაციით, კომუნიკაციით და ასეთი მეთოდებით ვცდილობთ ამის კომპენსირებას“, – განაცხადა თურნავამ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: წყლის გაზრდილ ტარიფს სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო სრულად დაუფარავს

თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გაზის ტარიფი მომავალ წელს არ გაიზრდება მოსახლეობისთვისაც.  

„ერთი წლის წინ მოხდა გარკვეული გადახედვა გაზის ტარიფების, რადგან დიდი ინვესტიცია განხორციელდა გაზიფიკაციაში და აისახა ტარიფში, მაგრამ ეს მოსახლეობას საერთოდ არ უგრძვნია, რადგან მაშინაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავასუბსიდირებთ ამ გარკვეულ ნაზარდს“, – თქვა თურნავამ.

რაც შეეხება კომერციულ მოხმარებას, მინისტრის თქმით აქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან რეგულირება არ ხდება, ეს არის თავისუფალი საბაზრო ფასები, რომელსაც ადგენენ კომპანიები. თუმცა „თბილისი-ენერჯისთან“ გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს.

17 დეკემბერს ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „თბილისი ენერჯი“ მომხმარებლისთვის ამ ეტაპზე კომერციული გაზის ტარიფს არ შეცვლიდა.

რას ითხოვდნენ ენერგოკომპანიები - ნარმანია განმარტავს >>

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ამ დროისთვის 18 ათასი კომერციული აბონენტი ჰყავს.

როგორც ადრე კომპანიაში განმარტეს, ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლარის მიმართ სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, რადგან „თბილისი ენერჯი“ ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება.

ყველა ახალი ამბავი
0