რას ითხოვდნენ ენერგოკომპანიები – ნარმანია განმარტავს

© Facebook / photo: David Narmania / FBდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო ელექტროენერგიის ტარიფების გადათვლასთან დაკავშირებით.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ მიუხედავად ელექტროენერიაზე ტარიფის გაზრდისა, ენერგოკომპანიები უკმაყოფილო არიან სემეკის გადაწყვეტილებით, რადგან არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინება.

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის საკითხი დღეს სემეკის სხდომაზე გადაწყდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3.5 თეთრით (დღგ-ის ჩათვლით) იზრდება.

დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგოკომპანიების მიერ სემეკში წარდგენილი სატარიფო განაცხადების შესწავლას კომისია ექვსი თვის განმავლობაში ახორციელებდა.

ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია 3.5 თეთრით გაძვირდა

მისი ინფორმაციით, სემეკს კომპანიების მიერ წარმოდგენილი ყველა წინადადება რომ გაეთვალისწინებინა, ტარიფი მინიმუმ 1,5-ჯერ გაიზრდებოდა.

„კომპანიები არიან უკმაყოფილო, რადგან არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის და ყველა პროექტის გათვალისწინება. ჩვენ ობიექტური აუცილებლობიდან გამოვედით და არ გავცდით ჩვენ მიერ დადგენილ წესებს, პრინციპებს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის, ჩემი აზრით, მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქში მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 1 იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება.

მოსახლეობასთან ერთად ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვისაც იზრდება. მათთვის ტარიფი დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.

ყველა ახალი ამბავი
0