გახარია: მოვუწოდებ მოქალაქეებს, მარტივი სიმპტომების შემთხვევაშიც გაიკეთონ ტესტი

© Sputnik / Vladimir Umikashviliტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი გეგმის ფარგლებში 2 დეკემბრიდან ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 ათასი ტესტის ჩატარებას გულისხმობს.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ქვეყანაში არის შესაძლებლობა – ყოველდღიურად ვაკეთოთ 20 ათასი ტესტი, მიუხედავად ამისა, მომართვიანობა საკმაოდ დაბალია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა>>

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში მივიდნენ და გაიკეთონ ტესტი.

„მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, მაქსიმალურად, ყველაზე მარტივი სიმპტომების პირობებშიც და უსიმპტომო პირობებშიც შეიძლება მივიდეთ და ტესტი გავიკეთოთ, რათა გადავაზღვიოთ როგორც ოჯახის წევრები, ასევე ახლობლები, მივეხმაროთ ქვეყანას, რომ მზად იყოს სწრაფი ეკონომიკური აღდგენისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება, რადგან, მისი თქმით, რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო მალე აღდგება ეკონომიკა.

საახალწლო ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
იმნაძე: ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, როცა ბევრი ეცდება ის ძველებურად აღნიშნოს

ეპიდვითარების გაუარესების გამო 2 დეკემბერს საქართველოში მოქალაქეთა ინტენსიური ტესტირების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში დღეში დაახლოებით 20 ათასი ტესტის ჩატარების საშუალება არსებობს. ამას ემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტებიც. აღნიშნული პროგრამა 1 თებერვლამდე იმოქმედებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.012-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 224.155-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0