საქართველოს ბიუჯეტი სერიოზულ მსჯელობას მოითხოვს – მმართველმა პარტიამ პროექტი განიხილა

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატები მიიჩნევენ, რომ არსებობს გარკვეული სირთულეები, რადგან მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ მძიმეა, და ეს ბიუჯეტში აისახა.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. პარლამენტში მოსალოდნელია 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის სერიოზული განხილვა, განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ორსაათიანი სხდომის შემდეგ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული სირთულეები, რადგან მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ მძიმეა, და ეს ბიუჯეტში აისახება.

ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი: რას მოხმარდება მილიარდები

„შეცვლილია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის მაკროეკონომიკური პარამეტრები. დეფიციტი არის 7,6%. მთავრობის ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს. ეს პირველად მოხდა, აქედან გამომდინარე, გვექნება სერიოზული განხილვა. ვაპირებთ, რომ კომიტეტში სკრუპულოზურად განვიხილოთ ყველა მუხლი. მოწვეული გვეყოლება თითოეული სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე ეროვნული ბანკი, სახელმწიფო აუდიტი და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს“, – განაცხადა კოვზანაძემ.

მისი თქმით, ბიუჯეტში ჩადებულია ყველა ის სოციალური დახმარება და პაკეტი, რომელიც ხელისუფლებამ გამოაცხადა. ამ ნაწილის ჩათვლით მომავალი წლის ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს თითქმის 18,4 მილიარდ ლარს, რაც 2,5 მილიარდი ლარით მეტია, ვიდრე წელს დაიხარჯა.

ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად უკვე შესულია და ის პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

2021 წლის საქართველოს ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები (მლნ ლარი)

  2020 2021
შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 18 420,3 16 758,1
საგადასახადო შემოსულობები 8 979,4 10 342,3
ასიგნებები 15 923,8 18 384,5

2021 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.

ყველა ახალი ამბავი
0