2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი: რას მოხმარდება მილიარდები

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალი წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია პანდემიასთან ბრძოლაზე, მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებაზე და ეკონომიკის აღდგენაზე.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას უახლოეს დღეებში შეუდგება. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ახალ წლამდე იქნება მიღებული

ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დეკემბრის დასაწყისში წარუდგინა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე უნდა მიიღოს.

რა მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავდა ბიუჯეტი

საქართველოს მთავრობის პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 4,3% იქნება. პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მომავალი წლის მსოფლიო ეკონომიკის შესახებ, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით.

ამიტომაც მთავრობამ გადაწყვიტა ბიუჯეტი გათვალოს მშპ-ის 4,3%-იანი ზრდიდან გამომდინარე და 3,8%-იანი დეფლატორის გათვალისწინებით. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი კი, სსფ-ის მეთოდოლოგიით, არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 2,6%-ს.

ნომინალური მშპ მომავალ წელს 53,4 მილიარდი ლარის დონეზე იგეგმება. შედარებისთვის: გასულ წელს იყო 49,3 მილიარდი ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 18,4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები – 16,9 მილიარდი ლარით, დონორების მხრიდან დაფინანსება – 1,5 მილიარდი ლარით. 

ცნობილია თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები - ვიდეო - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები – ვიდეო

2020 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.

ამასთან, ჯანდაცვის დაფინანსება 711 მლნ ლარით გაიზრდება და 5,56 მლრდ ლარი იქნება.

263,8 მლნ ლარით გაიზრდება განათლების სამინისტროს ბიუჯეტი და 1,8 მლრდ ლარი იქნება.

გარდა ამისა, ბიუჯეტში მითითებულია, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 900 მლნ ლარი იქნება, მთლიანობაში თავდაცვაზე მშპ-ის 2% დაიხარჯება, როგორც ეს ნატოს სტანდარტებითაა გათვალისწინებული.

გარდა ამისა, ბიუჯეტში 1,14 მლრდ ლარი პანდემიასთან ბრძოლისა და მოსახლეობის დახმარების მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას მოხმარდება.

საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და სამინისტროების ასიგნებები (მლნ ლარი) 

უწყება 2020 2021
პარლამენტი 60,7 64,7
პრეზიდენტის ადმინისტრაცია 6,25 6,25
მთავრობის ადმინისტრაცია 15,5 16,0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 136,5 137,5
ფინანსთა სამინისტრო 81,0 88,9
ინფრასტრუქტურის სამინისტრო 7.010,0 5.700,0
ეკონომიკის სამინისტრო 822,4 469,8
იუსტიციის სამინისტრო 224,0 246,5
ჯანდაცვის სამინისტრო 5.515,0 5.563,0
საგარეო საქმეთა სამინისტრო 156,0 174,2
თავდაცვის სამინისტრო 805,0 900,0
შსს 760,0 790,0
სოფლის მეურნეობის სამინისტრო 476,9 463,6
განათლების სამინისტრო 1.538,8 1.802,6

 

 

ყველა ახალი ამბავი
0