საქართველოში დამსაქმებლებისთვის საგადასახადო შეღავათები გაგრძელდება

© Sputnik / Levan Avlabreliკარების საწარმო
კარების საწარმო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამა 550 ათასი დასაქმებულისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების დამატებითი გარანტია იქნება, განაცხადა დეპუტატმა.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში დამსაქმებლები ბიუჯეტში 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდიან, განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ლილუაშვილმა.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მზადაა და 1 დეკემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ეს შეეხება იმ დასაქმებულებსაც, რომელთა ანაზღაურება 1,5 ათასი ლარი ან ნაკლებია. მათ შემთხვევაში დამსაქმებელი მხოლოდ 750 ლარის ზემოთ დარჩენილი თანხის საშემოსავლოს გადაიხდის. მაგალითად, თუ დასაქმებულს 1000 ლარი აქვს ხელფასი, საშემოსავლო იანგარიშება 250 ლარიდან.

კორონავირუსის ეპიდემია თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისის მერიის დახმარების პროგრამები 2021 წელს - რა უნდა იცოდეთ

„ეს პროგრამა ძალიან ნაცნობია ჩვენი კერძო სექტორისთვის. ეს კონკრეტული ღონისძიება 42 ათასამდე კომპანიისთვის არის ხელმისაწვდომი და მათ შეუმსუბუქებს ამ ტვირთს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი სიტყვებით, აღნიშნული პროგრამა 550 ათასი დასაქმებული პირისთვის გახდება დამატებითი გარანტია იმისა, რომ მათი სამუშაო ადგილები შენარჩუნდება.

კორონავირუსის მეორე ტალღის დროს ბიზნესის მხარდასაჭერად 515 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1,5 ათას ლარამდე ხელფასის მქონე პირები გათავისუფლდებიან 750 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადისგან 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით. საგადასახადო შეღავათები დაწესებულია ასევე ტურიზმის სექტორის ქონებაზეც. სასტუმროები, რესტორნები 2021 წელს თავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან.

საქართველოს ბიუჯეტი სერიოზულ მსჯელობას მოითხოვს – მმართველმა პარტიამ პროექტი განიხილა >>

ტურიზმის სექტორში ჩამოიწერება 2020 წელს ოთხ თვეზე გადავადებული საშემოსავლო გადასახადი (ეხება სასტუმროებს, რესტორნებსა და კომპანიებს, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან).

ყველა ახალი ამბავი
0