თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღალაში, მეზობლურ დავასთან დაკავშირებით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფ 53 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.