თბილისი, 27 დეკემბერი ― Sputnik. პოლიციამ თბილისში „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით“ 29 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე.
დაკავებულის სახლის ჩხრეკის დროს ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება „ალფა-პვპ“, ასევე „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს, შენიღბვის მიზნით, ქალის კოსმეტიკური საშუალებების კოლოფებში ინახავდა.
სისხლის სამართლის კოდექსით, აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.