კონკურენციის სააგენტო: წყალზე ძალზე დაბალი ტარიფია

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასმელი წყალი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელსაც თავისი ღირებულება აქვს, რაც მოიცავს წყლის მოპოვებას, გაფილტვრას, დამუშავებას, მოსახლეობაზე განაწილებასა და ხარისხის კონტროლს, მიაჩნიათ სააგენტოში

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik.  წყალმომარაგება დღეისთვის ყველაზე დაბალფასიანი კომუნალური მომსახურებაა დიდი ხარჯებით, განაცხადა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს უფროსის მოადგილე ლევან კალანდაძემ ჟურნალისტებთან. 

ონკანი - Sputnik საქართველო
თბილისის მოსახლეობას წყლის ტარიფი გაუზარდეს

 „იმისთვის, რომ მოსახლეობას მუდმივად მიეწოდებოდეს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი, აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგია, ადამიანური რესურსი და კომპანიის მხრიდან მუდმივი ინვესტიცია”, - აცხადებს კალანდაძე.

მისი თქმით, ქვეყანაში აუცილებელია ინფრასტრუქტურის გაფართოება, ამისთვის კი საჭიროა ელექტროენერგია და მუდმივი ინვესტიციები.

ამასთან, კალანდაძემ თავი შეიკავა წყალზე ტარიფის გაზრდის თაობაზე განმარტების მიცემისგან. ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (GNERC) იღებს.

კომისიის დადგენილების თანახმად, სასმელი წყლის ტარიფის ზედა ზღვარი 1მ³–ზე 0,4 ლარიდან 0,2 ლარამდე მერყეობს. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყალმომარაგებაზე რვა კომპანიაა პასუხისმგებელი.

ყველა ახალი ამბავი
0