ბექა ფერაძე: სავაჭრო ობიექტებში ნაკადების მართვა ორგანიზებული იყო

© Sputnik / Vladimir Umikashviliწინასაახალწლო ვაჭრობა
წინასაახალწლო ვაჭრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის დიდ ქალაქებში ახალი წლის მოახლოების გამო 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე სავაჭრო ობიექტები გაიხსნა. მაღაზიები შეზღუდული დღის გრაფიკით მუშაობენ.

თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. სავაჭრო ობიექტების უმრავლესობაში, რომლებმაც დღეს მუშაობა განაახლეს, რიგები მოწესრიგებული იყო, ასევე რეკომენდაციები მაღალი სიზუსტით იყო შესრულებული, აცხადებს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.

სავაჭრო ობიექტებს წინასაახალწლო და საახალწლო დღეებში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საკოორდინაციო საბჭომ მუშაობის განახლების უფლება მისცა. ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გაუარესების გათვალისწინებით, მათთვის მუშაობის განსაზღვრული წესებია დადგენილი. შრომის ინსპექციის გარდა, ობიექტების მონიტორინგში მათთან ერთად აქტიურად არიან ჩართული ფინანსური პოლიცია, შემოსავლების სამსახური და საპატრულო პოლიცია. დიდ სავაჭრო ცენტრებთან დილიდან შეიქმნა გრძელი რიგები – შენობაში მყიდველს შეზღუდული რაოდენობით უშვებდნენ (ერთი ადამიანი 20 კვადრატულ მეტრზე). ნაკადი მკაცრად რეგულირდებოდა და რიგი წინ ნელა მიიწევდა, რადგან საახალწლოდ ახლობლებისთვის საჩუქრების მყიდველთა რაოდენობა ძალიან დიდია.

რიგი სავაჭრო ცენტრთან - Sputnik საქართველო
თბილისი პარალიზებულია – გაიხსნა დიდი სავაჭრო ცენტრები

ბექა ფერაძემ აღნიშნა, რომ მთელი დღის მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, ნაკადების მართვა აბსოლუტურად ორგანიზებული იყო.

„ეს გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ რეკომენდაციები, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, დღეს ფაქტობრივად აბსოლუტურ უმრავლესობაში დიდი სიზუსტით იყო შესრულებული“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

მისი თქმით, დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ობიექტებზე არსებითი ხასიათის დარღვევები არ გამოვლენილა. შესაბამისად არც საჯარიმო სანქცია ყოფილა გამოყენებული.

„ინდივიდუალური, მცირე დარღვევები დაფიქსირდა, მაგრამ ეს იყო პირველი დღე და შემოვიფარგლეთ რამდენიმე სიტყვიერი გაფრთხილებით. ხვალ დავაკვირდებით, რომ ის დადგენილი წესი, რომელიც დღეს გაიცა შრომის ინსპექციის მხრიდან, იყოს აღსრულებული“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ერთ–ერთ სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
სავაჭრო ცენტრები ყველა წესს იცავენ – შრომის ინსპექცია

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ყველა რეგულაციისა და წესის დაცვით სავაჭრო ობიექტები გაიხსნა.

მათთვის საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი შეზღუდვები დააწესა. მაღაზიები იმუშავებს 07:00 საათიდან 19:00 საათამდე, კლიენტების ნაკადი უნდა მკაცრად გაკონტროლდეს, ხოლო მაღაზიის ფართის ყოველ 20 მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრების ტერიტორიაზე არ იმუშავებს გასახდელები და კვების ობიექტები.

ყველა ახალი ამბავი
0