„ღვთის მადლი“ - COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი თუ საკვები დანამატი

© photo: Sputnikქაშუეთის ტაძარში
ქაშუეთის ტაძარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკვები დანამატის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ წამლის უზმოზე მიღების და პირჯვრის გადაწერის შემდეგ კორონავირუსი გაქრება

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. „ღვთის მადლი“ - ამ დასახელების საკვები დანამატის ანოტაციაში მითითებულია, რომ ეს არის „COVID-19-ის საწინააღმდეგო ძლიერმოქმედი საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ვირუსის დამარცხებას“.

რას ურჩევს იმნაძე COVID-19-ით დაავადებულებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ >>

პრეპარატის 4 აბი ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში 60 ლარად იყიდებოდა, დღეს მის ცხელ ხაზზე უკვე პასუხობენ, რომ წამალი აღარ იყიდება.

კომპანია „ღვთის მადლში“ ტელეკომპანია Rustavi 2-ს განუცხადეს, რომ დანამატი კორონავირუსის დამარცხებაში უკვე 300-ზე მეტ პაციენტს დაეხმარა და არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოუწვევია.

დანამატის შექმნაში სამი ქართველი აკადემიკოსი მონაწილეობდა.

ინტერპოლის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
ინტერპოლის შეფი: ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად „კრიმინალის პანდემია“ იფეთქებს

მისი ერთ-ერთი შემქმნელის, ანზორ ჯაფარიძის თქმით, პრეპარატი ღვთის კურთხევით ჯერ კიდევ კორონავირუსის პირველი ტალღის დროს შეიქმნა, თუმცა ბიუროკრატიული ფორმალობების გამო სააფთიაქო ქსელში მხოლოდ ნოემბერი გამოჩნდა.

„ღვთის მადლის“ მიღება საჭიროა უზმოზე, მანამდე კი აუცილებლად პირჯვარი უნდა გადაიწეროთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ღვთის სახელის გამოყენება საკვები დანამატის გაყიდვის დროს მიუღებელია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, რომლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეკლესიას კურთხევა არ მიუცია.

ექიმებიც ურჩევენ მოსახლეობას თავი შეიკავონ ხალხური მედიცინის და ვირუსთან ბრძოლის სხვა მსგავსი ექსპერიმენტული საშუალებების გამოყენებისგან.

საქართველოს მთავარი ინფექციონისტის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის თქმით, ის მსგავს განცხადებებს სიფრთხილით ეკიდება.

„მე არ ვიცნობ ამ კვებითი დანამატის შემადგენლობას, მაგრამ თუ ის შეიცავს ვიტამინებს და კოვიდ-ინფიცირებულებისთვის სასარგებლო ნივთიერებებს, მაშინ მათი გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ არ ვიფიქროთ, რომ ამ კვებით დანამატს კორონავირუსის განკურნება შეუძლია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

იგივეს აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძეც. COVID-19-ის წინააღმდეგ მსგავსი საშუალებების გამოყენებამ პაციენტების დამძიმება შეიძლება გამოიწვიოს, განაცხადა მან.

ყველა ახალი ამბავი
0