„ეპოქაც გაიყოლა...“: გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მსახიობი გოგი ქავთარაძე

© photo: courtesy of Otar Katamadzeგოგი ქავთარაძესთან და კოლეგებთან ერთად
გოგი ქავთარაძესთან და კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჩენილმა ქართველმა მსახიობმა მაყურებელს თავი დაამახსოვრა და შეაყვარა ბრწყინვალედ შესრულებული როლებით როგორც კინოფილმებში, ისე სპექტაკლებში

თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე.

ის 80 წლის იყო. სამწუხარო ინფორმაციას ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი თავის Facebook-გვერდზე ავრცელებს.

მას ბრწყინვალედ აქვს შესრულებულია უამრავი როლი მარჯანიშვილის და რუსთაველის თეატრების სცენაზე. იყო ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, ქუთაისის და სოხუმის თეატრების დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

სცენა სპექტაკლისან ბრძოლა ხელისუფლებისათვის - Sputnik საქართველო
გოგი ქავთარაძე: ვის აქვს უფლება, იყოს ხელისუფალი

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.

მაყურებელს დაამახსოვრა თავი ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „არ დაიდარდო“, „მაცი ხვიტია“, „ჩარი რამა“ „ვერის უბნის მელოდიები“, „ბაკულას ღორები“ და სხვ.

 

ყველა ახალი ამბავი
0