„ახლა მძიმდებიან ის ადამიანები“: იმნაძე სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის შესახებ საუბრობს

გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების დაწესების შემდეგ, დაავადების ოდნავ კლების ტენდენცია გამოჩნდა

თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემთხვევაში ყველამ უნდა მკაცრად დაიცვას წესები, რათა არ განმეორდეს ის, რაც იყო ნოემბრის ბოლოს - დეკემბრის დასაწყისში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე დაწესებულ შეზღუდვებზე: ჩვენ უფრო რადიკალური პოზიციის მომხრე ვართ

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. მას შემდეგ რაც ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 4 000 გადააჭარბა, მთავრობამ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდეა ძალაში. თუმცა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში გარკვეული შეზღუდვები დროებით მოიხსნება.

ბოლო დღეებში ბევრი საუბრობს ეპიდვითარების სტაბილიზაციაზე, თუმცა ახალი შემთხვევების რიცხვის შემცირებასთან ერთად სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაინც მაღალია.

„ერთი დღის და თითო დღის მონაცემებით საერთოდ არ მსჯელობენ დაკლებაზე ან მომატებაზე. ერთი კვირის მონაცემები მაინც უნდა იყოს. წინა კვირა გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაცია მოხერხდა შეზღუდვების დაწესების შემდგომ და ოდნავ კლების ტენდენციაც გამოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები მეტია, იმიტომ რომ დროში მოჰყვება ორი კვირის მერე. ორი კვირის წინ 4000 და 5000 შემთხვევა იყო, ახლა მძიმდებიან ის ადამიანები, აქედან გამომდინარე ძალიან ფრთხილად ვეკიდებით შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს“, -განაცხადა იმნაძემ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმს COVID-19 აღმოაჩნდა >>

ბოლო 24 საათში  საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევაა.

საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების გამო, ყველაზე მკაცრი შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0