ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმს COVID-19 აღმოაჩნდა

© phhoto: Ministry of Health & Social Affairs of Ajara / FBბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავადმყოფოს მთავარ ექიმს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არ აქვს და ის თვითიზოლაციას თავისსავე კლინიკაში გადის

თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმ გია კიკაბიძეს კორონავირუსი დაუდგინდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

როგორც გია კიკაბიძემ განაცხადა, კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები მას არ აქვს და COVID-19 გეგმიური ტესტირების შედეგად გამოუვლინდა. ის თვითიზოლაციას თავისსავე კლინიკაში გადის, საიდანაც სამსახურებრივ ფუნქციებსაც ასრულებს.

„გეგმიური ტესტირების დროს გამოვლინდა. რაიმე ნიშანი და ჩივილი არ მაქვს. სახლში არ გავჩერდი იმიტომ, რომ თვითიზოლაციაში უნდა წავსულიყავი სასტუმროში და მაინც საავადმყოფოში დავრჩი. ამჟამად ვიმყოფები კლინიკაში. მირჩევნია აქ ყოფნა, ახლოს ვარ კლინიკაში და ჩემს საქმეს აქედანაც ვაკეთებ", - განაცხადა გია კიკაბიძემ.
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
მიტროპოლიტი იობი კორონავირუსით დაინფიცირდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში დღეს კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“-ისგან 420 პაციენტი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 345-ს აღწევს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 84 პაციენტი. კრიტიკულად მძიმეა 38 პაციენტი. კლინიკებში მკურნალობს კორონავირუსით ინფიცირებული სულ 728 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 822 პირი, ონლაინ კლინიკაში კი 2 315 პაციენტი იმყოფება.

საქართველოს მასშტაბით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 731-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 208 638-ს მიაღწია.

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 122 ადამიანს დაუდასტურდა >>

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 180 441 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4 599), გარდაიცვალა – 2 094 (ბოლო 24 საათში – 39), კარანტინის რეჟიმშია 481, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 654 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 913 ადამიანი იმყოფება. 

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0