სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 122 ადამიანს დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება სამეგრელოში
სასწრაფო დახმარება სამეგრელოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით ბოლო 24 საათში გარდაიცვალა ერთი პაციენტი, ის რუხის მულტიპროფილურ საავადმყოფოში მკურნალობდა

თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით COVID-19 122 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება Sputnik-კორესპონდენტი.

კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ის რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეებში 66 პირი იმყოფება.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 140 კოვიდ-პაციენტი გადის, მათ შორის საშუალო სიმძიმის - 80, მძიმე - 6.

„სენამედის“ კლინიკაში იმყოფება - 38 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე - 5.

ფოთის კლინიკაში იმყოფება - 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა 12 პაციენტი.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ჩატარებული ტესტების 18% დადებითი აღმოჩნდა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 30 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმეა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკა - 23 პაციენტი მკურნალობს.

სენაკის „ლაზიკა მედიში“ - 31 პაციენტი.

დღის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა  - 123.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა უკვე 208 638-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 180 441 ადამიანი, ხოლო სულ გარდაიცვალა 2 094.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0