თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით COVID-19 122 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება Sputnik-კორესპონდენტი.
კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ის რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეებში 66 პირი იმყოფება.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 140 კოვიდ-პაციენტი გადის, მათ შორის საშუალო სიმძიმის - 80, მძიმე - 6.
„სენამედის“ კლინიკაში იმყოფება - 38 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე - 5.
ფოთის კლინიკაში იმყოფება - 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა 12 პაციენტი.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 30 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმეა.
აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკა - 23 პაციენტი მკურნალობს.
სენაკის „ლაზიკა მედიში“ - 31 პაციენტი.
დღის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა - 123.
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა უკვე 208 638-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 180 441 ადამიანი, ხოლო სულ გარდაიცვალა 2 094.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია