ადვოკატი: გლდანში დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი აშშ-ის მოქალაქეა

© Sputnik / Alex Shlamovადვოკატი: გლდანში დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი აშშ-ის მოქალაქეა
ადვოკატი: გლდანში დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი აშშ-ის მოქალაქეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ გლდანში დაკავებული პირის ადვოკატი თამარ აბესაძე ირწმუნება, რომ ხელყუმბარასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა

თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. გლდანში გუშინ  სპეცოპერაციის შედეგად მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი მერებაშვილს ხელყუმბარა არ ჰქონია, ირწმუნება მისი ადვოკატი თამარ აბესაძე.

შსს-ს ინფორმაციით, გუშინ ღამით ხიზანიშვილის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 29 წლის გიორგი მერებაშვილი პოლიციელებმა მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, რომელიც გლდანის რაიონში ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა.

„ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს, ალბათ, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალს ვერ წაუყენებენ. გიორგი მერაბიშვილის მოთხოვნა იყო, მისი ნდობით აღჭურვილი პირი, სწორედ მე მივსულიყავი იქ პირველად და შემდგომში უკვე პოლიციას მშვიდობიანად გაყვებოდა. ხელყუმბარასთან დაკავშირებით გაჟღერდა ინფორმაცია, მაგრამ არ დადასტურდა, ეს იყო ცრუ ინფორმაცია. როდესაც მე შევედი, გიორგი მერაბიშვილი ხელაწეული იდგა პოლიციასთან“, - განუცხადა თამარ აბესაძემ პირველ არხს.
კრიმინალური პოლიცია - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია გლდანში: შსს ახალ დეტალებს ავრცელებს

ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებს ასევე არ აქვთ მასალები და მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ გიორგი მერაბიშვილი ვინმეს ემუქრებოდა.

„ჩემი მისვლის დროს ის ითხოვდა უბრალოდ მისი მეუღლის ნახვას, ჰქონდა სურვილი, რომ მას დალაპარაკებოდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია გამოძიება.

„გამოძიება დაადგენს, რამდენად არის ეს დანაშაული მტკიცებადი და რამდენად შეიძლება იყოს ბრალის წარდგენის საფუძველი. შემაკავებელი ორდერი ძალიან ადრე ჰქონდა, მაგრამ დღეს სამართლებრივი დატვირთვა არ აქვს, არანაირი დამამძიმებელი გარემოება მას არ აქვს, რადგან კანონით განსაზღვრულია, შემაკავებელი ორდერი ქარწყლდება, როგორც კი გავა მისი მოქმედების ვადა“, - განაცხადა აბესაძემ.

ადვოკატმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მერებაშვილი პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ პირობითი სასჯელი მისჯილი აქვს არაძალადობრივ დანაშაულზე (შსს-ს ინფორმაციით, ქურდობაზე). მან ასევე აღნიშნა, რომ მერებაშვილი აშშ-ს მოქალაქეა და მომხდართან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოც არის საქმის კურსში.

გლდანში სპეცოპერაცია ჩატარდა: ახალგაზრდა მამაკაცი თავის აფეთქებით იმუქრებოდა >>

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ყველა ახალი ამბავი
0