სპეცოპერაცია გლდანში: შსს ახალ დეტალებს ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerკრიმინალური პოლიცია
კრიმინალური პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გლდანში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ გიორგი მერებაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. გუშინ ღამით ხიზანიშვილის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 27 წლის გიორგი მერებაშვილი პოლიციელებმა  მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა.

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციელებმა მამაკაცთან  აქტიური მოლაპარაკებების შედეგად შეძლეს სიტუაციის დროულად განმუხტვა და მისი დაკავება.

გლდანში სპეცოპერაცია ჩატარდა: ახალგაზრდა მამაკაცი თავის აფეთქებით იმუქრებოდა >>

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0