ლომჯარია: ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება

© Facebook / Nino Lomjariaნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში კოვიდვაქცინა 2021 წლის მარტი–აპრილში შემოვა და ის მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. დარგის ექსპერტები მსჯელობენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებაზე, რომ არ დაგვიანდეს გადაწყვეტილების მიღება და შემოტანილი იქნას ვაქცინა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, განაცხადა  საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

რიგი ტესტირებაზე - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  გიორგი გახარია კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ნინო ლომჯარიაც, რომელიც კომისიის მუშაობაში ჩართულია ვაქცინაციის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად.

ომბუდსმენის განცხადებით, პანდემიის პერიოდში და განსაკუთრებით ვაქცინებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული გამჭვირვალედ, ასევე უნდა ხდებოდეს რეგულარულად მოსახლეობის ინფორმირებულობა მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

„ასევე, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაკმაყოფილდეს იმ ჯგუფების ინტერესები, რომლებიც მომეტებული რისკის ქვეშ არიან და ასევე საყოველთაო ხელმისაწვდომობა. ხელმისაწვდომი უნდა იყოს ვაქცინა არა კონკრეტული ჯგუფისთვის, არამედ, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სოციალური მდგომარეობა თუ სხვა ფაქტორი არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომობაზე უარის თქმით საფუძველი“, - განაცხადა ლომჯარიამ.
ჰანს კლუგე - Sputnik საქართველო
ჯანმოს რეგიონული დირექტორი ქართველ ექიმებს გმირებს უწოდებს

მისი განმარტებით, აღნიშნულ კომისიაში სახალხო დამცველის მონაწილეობის მიზანია, თვალი ადევნოს, როგორ მიმდინარეობს მსჯელობა დარგის პროფესიონალებისა და ექსპერტების მიერ და ასევე ის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები იყოს გათვალისწინებული ამ განხილვებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პირველ ეტაპზე საქართველოს ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ახლა ქვეყანამ მოსამზადებელი პერიოდი და შესაბამისი ეტაპები უნდა გაიაროს: საქართველომ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი – 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

ყველა ახალი ამბავი
0