COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© Sputnik / Alex Shlamovრიგი ტესტირებაზე
რიგი ტესტირებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 175 842  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4 316), გარდაიცვალა – 2 055  (ბოლო 24 საათში – 53), კარანტინის რეჟიმშია 465, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 553 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 971 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 904-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 206 907-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 175 842  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4 316), გარდაიცვალა – 2 055  (ბოლო 24 საათში – 53), კარანტინის რეჟიმშია 465, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 553 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 971 ადამიანი იმყოფება. 

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0