საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები იცვლება

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონში ცვლილებების მიღების შემთხვევაში საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელს საქართველოში ნაცხოვრები უნდა ჰქონდეს ბოლო 10 წელი, ნაცვლად 6 წლისა.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული რამდენიმე სამართლებრივი პრინციპი იცვლება.

ბინადრობის ნებართვა არის დოკუმენტი, რომელიც უცხოელს საქართველოში ყოფნისა და სხვა უცხოელების მოწვევის უფლებას აძლევს, განურჩევლად ვიზის მოქმედების ვადისა. სულ საქართველოში 11 სახის ბინადრობის ნებართვა გაიცემა: შრომითი, სასწავლო, საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, ოჯახის გაერთიანების მიზნით, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, სპეციალური, მუდმივი, საინვესტიციო, დროებითი, მოკლევადიანი და უვადო.

თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
უცხოეთის მოქალაქეები საქართველოში კანონიერად ყოფნას 2021 წლის ზაფხულამდე შეძლებენ

შესაბამისი ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს, რომელიც მთავრობამ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ცვლილებების მიხედვით, შრომითი, სასწავლო, ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირის, მუდმივი და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვები არ გაიცემა ორდინალური ვიზის (C კატეგორია) საფუძველზე.

აღნიშნული კატეგორიის ვიზის საფუძველზე მყოფი უცხოელი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სააგენტოს მხოლოდ საინვესტიციო, სპეციალური და კანონით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის (გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი) ნებართვის მოსაპოვებლად.

ასევე, შრომითი, სასწავლო, ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირის, მუდმივი და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელსაც აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის ვიზა ან ბინადრობის ნებართვა და ამის საფუძველზე შეუძლია საქართველოში უვიზოდ შემოსვლა იმავე დადგენილებით გათვალისწინებული ვადით და პირობებით.

პარიზი - Sputnik საქართველო
საფრანგეთმა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეზღუდა

მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე და არასრულწლოვნის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 10 წლის განმავლობაში (ნაცვლად ამჟამად დადგენილი 6 წლისა).

მოქმედი კანონის მიხედვით, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში და მისი ოჯახის წევრებზე (უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, შვილი, მშობელი, აგრეთვე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი).

ცვლილების მიხედვით, ვიწროვდება ოჯახის წევრთა წრე და შესაბამის პირთან ერთად მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვას მიიღებენ მხოლოდ მისი მეუღლე და შვილები.

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
„იმუშავე საქართველოდან“: პროექტი სულ უფრო მეტ უცხოელს იზიდავს

ამას გარდა, D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ასევე D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა გაიცემა მის მეუღლესა და შვილებზე.

დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მაქსიმალური ვადა – 6 წელი შეიცვლება 12 წლით და ის გაიცემა საქართველოში უცხოელის სავარაუდო ყოფნის ვადით.

ამასთან, უცხოელის საქართველოში 6 წლის განმავლობაში დროებითი ნებართვის საფუძველზე ცხოვრების შემთხვევაში მას მიეცემა შესაძლებლობა, გააგრძელოს დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვა აიღოს, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0