მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„სანამ სრულად არ შეჩერდება“: აშშ რუსული გაზსადენისთვის სანქციების დაწესებას განაგრძობს

© Nord Stream 2 / Paul Langrockჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა
ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზსადენის მშენებლობის შეჩერებას რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება შეუძლია, მიაჩნია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ვაშინგტონი განაგრძობს შეზღუდვების დაწესებას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ მანამ, სანამ პროექტი არ შეჩერდება, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საქმეებში კრისტოფერ რობინსონმა.

„მე ვიტყოდი, რომ ეს სანქციები მუშაობს და ჩვენ შევაჩერებთ მილსადენს. <…> სანქციების დაწესება არ გვსურს, მაგრამ ჩვენ ამ უფლებამოსილებასა და ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პროექტი შევაჩეროთ“, — განაცხადა რობინსონმა ატლანტიკური საბჭოს ინტერნეტ–კონფერენციაზე.

ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელს მიაჩნია, რომ გაზსადენის მშენებლობის შეჩერებას რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება შეუძლია.

ამერიკის კონგრესის სხდომა - Sputnik საქართველო
ითვალისწინებს ანტირუსულ სანქციებს: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ბიუჯეტის პროექტი მოიწონა

„თუ რუსეთთან უფრო სტაბილური ურთიერთობები გვსურს ან ვისწრაფვით რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ, მაშინ აუცილებელია შეწყდეს და შეკავდეს რუსეთის დამღუპველი ზეგავლენა ამერიკულ–რუსულ ურთიერთობებზე. ამიტომ ჩვენ უნდა შევაჩეროთ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, — დაასკვნა კრისტოფერ რობინსონმა.  

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. აშშ-ის ხელისუფლება აქტიურად ეწინააღმდეგება პროექტს და ევროკავშირს საკუთარ თხევად აირს სთავაზობს. ვაშინგტონმა 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო სანქციების დაწესება გაზსადენის წინააღმდეგ.

 

ყველა ახალი ამბავი
0