მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ითვალისწინებს ანტირუსულ სანქციებს: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ბიუჯეტის პროექტი მოიწონა

© AFP 2024 / CHIP SOMODEVILLAამერიკის კონგრესის სხდომა
ამერიკის კონგრესის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დოკუმენტზე ვეტოს დადებით იმუქრებოდა გარკვეული ნორმების გამო, რომლებსაც ის არ ეთანხმება

თბილისი, 9 დეკემბერი ― Sputnik. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც რუსული გაზსადენების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, იუწყება РИА Новости.

კერძოდ, 740 მილიარდ დოლარიანი კანონპროექტი მოიაზრებს: სანქციების გაფართოებას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-სა“ და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას, თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას რუსული С-400-ების შეძენის გამო და ასევე მოსკოვის წინააღმდეგ მიმართულ სხვა ზომებს.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო
ანტირუსული სანქციები აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში: სენატი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ

აღსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დოკუმენტზე ვეტოს დადებით იმუქრებოდა გარკვეული ნორმების გამო, რომლებსაც ის არ ეთანხმება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 438 წევრიდან 300-ზე მეტმა დეპუტატმა დაუჭირა, საჭიროების შემთხვევაში კონგრესმენები პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ. თუმცა ეს სენატმაც უნდა გააკეთოს, რომელსაც ჯერ კიდევ არ უყრია კენჭი კანონპროექტისთვის.

დონალდ ტრამპის მიერ დაწუნებულ ნორმებს შორისაა კონგრესის განზრახვა, სახელები გადაერქვას იმ სამხედრო ბაზებს, რომლებსაც აშშ-ში სამოქალაქო ომის დროინდელი მონათმფლობელური სამხრეთის მხედართმთავრების სახელები ჰქვია. აღნიშნული ნორმის მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ ეს ზომა რასიზმთან ბრძოლას შეუწყობს ხელს, ხოლო მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ ეს ამერიკის ისტორიასთან ანგარიშსწორების მცდელობაა.

გარდა ამისა, ტრამპი მოითხოვდა, რომ კანონპროექტში შესულიყო სოციალური ქსელებისა და მედიასაშუალებების პასუხისმგებლობის საკითხიც მათ მიერ გამოქვეყნებულ კონტენტზე.

ყველა ახალი ამბავი
0