თბილისში საცხოვრებელი ფართი კიდევ 32 ოჯახს დაუკანონდება

გამოწერა
საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად დაკანონების პროექტი თბილისის მერის კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. თბილისში მცხოვრებ 32 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

სახლის მშენებლობა - Sputnik საქართველო
ზუგდიდში 360 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

კალაძის განცხადებით, ამ საცხოვრებელ ფართებში მცხოვრები ოჯახები ბინების დაკანონებას, გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემებისა და სხვადასხვა ხარვეზის გამო, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

„დღეს 32 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში – ისანში, ნაძალადევში, მთაწმინდასა და გლდანში გადაეცემა. რაც ჩვენი დაპირება იყო, მას ვასრულებთ და ბოლომდე გვერდით დავუდგებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც თანადგომა სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუკანონებს. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები უკვე ათასამდე ოჯახს დაუკანონდა.

ყველა ახალი ამბავი
0