საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის სპეცკომისია იქმნება

© photo: Sputnik / Ilya Pitaliov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა
ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომისიის ამოცანაა ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო იქმნება. მთავრობის შესაბამისი განკარგულება „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში: რამდენ დოზა ვაქცინას მიიღებს ჯანმო ერთ წელიწადში

განკარგულების თანახმად, კომისია ვაქცინაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და დანერგვის ხელშეწყობისთვის იქმნება. მას სათავეში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ჩაუდგება, მინისტრის პირველი მოადგილე კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

კომისიის შემადგენლობაში ასევე იქნებიან ფინანსთა, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლობები საქართველოში, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.

კომისიის მთავარი ამოცანაა COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება.

აღსანიშნავია, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისთვის კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების თანამშრომლობას. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველოში ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე უწყებათშორისი კომისია იზრუნებს
 

გარდა ამისა, უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია COVAX Facility-სთან, მოახდინოს ვაქცინაციის დანერგვისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვის კოორდინაცია, განახორციელოს ექსპერტების, საქართველოს პარლამენტის წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მოწვევა კომისიის საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით.

წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინა 2021 წლის მარტი–აპრილში შემოვა, რომელიც მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

როგორც კი ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს, იგი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება. პირველ ეტაპზე საქართველოს ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ახლა ქვეყანამ მოსამზადებელი პერიოდი და შესაბამისი ეტაპები უნდა გაიაროს: საქართველომ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი – 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

ყველა ახალი ამბავი
0