თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2021 წლის ბოლოსთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდი დოზის მიღებას გეგმავს, პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ჯანმოს გენერალური დირექტორის უფროსმა მრჩეველმა, ჯანმოს აქსელერატორის ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებში (ACT) ბრიუს ეილვარდმა. ამის შესახებ РИА Новости წერს.
„ამ მომენტში ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ 2021 წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ვაქცინა მივიღოთ. შესაძლოა, მეტისაც და იმედია, უფრო ადრეც“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რომელი ვაქცინა აღმოჩნდება უფრო უსაფრთხო და ეფექტური. თუმცა ის ფაქტი, რომ ვაქცინები სამ სხვადასხვა პლატფორმაზე იწარმოება, მიუთითებს იმაზე, რომ საბოლოო ჯამში მათი რაოდენობა იმაზე მეტი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ეს იგეგმებოდა.
„გვირაბის ბოლო შუქი გამოჩნდა. ვაქცინების გამოყენებით ჩვენ COVID-19-ზე დამცავ იმუნიტეტს შევქმნით. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია სამ სხვადასხვა პლატფორმაზე შექმნილი ვაქცინის დახმარებით. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი პროდუქტის მიღებას შევძლებთ, ვიდრე ვგეგმავდით. თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია“, - აღნიშნა მან.
კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ჯანმოს ბოლო მონაცემებით, 15 დეკემბრისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 71,3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1,6 მილიონი ადამიანი.