აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენელი შედის

© Sputnik / Seyran Baroyanაჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენელი შედის
აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენელი შედის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონდებლო ორგანოს პირველი სხდომაც ოპოზიციის გარეშე, საპროტესტო აქციისა და დაკავებების ფონზე ჩატარდა.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით, დაწერა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე. 

აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდება

ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" პარტიული სიით მოხვდა. გუშინ ოპოზიციის წევრებმა ერთობლივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს და სადეპუტატო მანდატებზე უარი განაცხადეს. ცერემონიას ირაკლი ჩავლეიშვილი არ დასწრებია.

როგორც ჩავლეიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ის „რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს, რადგან პარტიის პოზიცია მისთვის მიუღებელია.

„სამწუხაროდ, ჩემი და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულება უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია. დასავლური პოლიტიკური ფასეულობები ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ქვაკუთხედია“, – დაწერა ჩავლეიშვილმა.

როგორც ჩავლეიშვილი აღნიშნავს, მისთვის ასევე მიუღებელია საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების დაუმსახურებელი და დაუფიქრებელი კრიტიკა.

უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გარეშე და საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა.

უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა. 21 ადგილიდან 14 მმართველმა პარტიამ, 7 კი ოპოზიციამ მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0