საქართველო ევროკავშირისგან კრიზისის დასაძლევად 60 მლნ ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს

© Sputnik / Alex Shlamovეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის ნოემბერში ევროკავშირმა მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს 100 მლნ ევროს ტრანში უკვე გადმოურიცხა.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ევროკავშირმა საქართველოს COVID-19-ის კრიზისის დაძლევისა და მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განსახორციელებლად 60 მლნ ევროს (დაახლოებით 240 მლნ ლარი) ოდენობის გრანტი გამოუყო, აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ევროს კუპიურები - Sputnik საქართველო
ევროკავშირმა საქართველოს პანდემიასთან გასამკლავებლად 100 მლნ ევრო გამოუყო

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, აღნიშნული სახსრების გამოყოფის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ფინანსების მართვის სტრატეგიის, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმისა და ეკონომიკური პოლიტიკის დამტკიცების შემდეგ იქნა მიღებული.

„ევროკავშირი პანდემიის პერიოდში საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს. 240 მლნ ლარის ოდენობის გრანტი  1,5 მლრდ ლარის მოცულობის დახმარების ნაწილია, რომლის მობილიზებაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა (Team Europe) COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს, ასევე არსებული გამოწვევების ფონზე საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად უზრუნველყო“, – განაცხადა ჰარცელმა.

აღნიშნული სახსრები პირველი ტრანშია იმ 75 მლნ ევროდან, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებით „საქართველოს მდგრადობის ხელშეკრულებით“ არის განსაზღვრული.

გამოყოფილი თანხები უნდა მოხმარდეს ღონისძიებებს, რომელთა მიზანია შემოსავლის წყაროს დაკარგვით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შემცირება, სამუშაო ადგილების შენარჩუნების ხელშეწყობა, ბიზნესის მხარდაჭერა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება.

გარდა ამისა, 60 მლნ ევროს ტრანშს წინ უსწრებდა 100 მლნ ევროს დახმარება, რომელიც საქართველომ მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში მიმდინარე წლის 25 ნოემბერს მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0