ევროკავშირმა საქართველოს პანდემიასთან გასამკლავებლად 100 მლნ ევრო გამოუყო

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიევროს კუპიურები
ევროს კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთო ჯამში 95 მილიონი ევრო ხელსაყრელი პირობებით სესხების, ხოლო დანარჩენი 5 მილიონი ევრო გრანტების სახით გაიცემა.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ევროკავშირმა საქართველოს მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში 100 მლნ ევროს ოდენობის ტრანში გადმოურიცხა, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

აღნიშნული თანხა საქართველოს საგადამხდელო ბალანსის მხარდაჭერასა და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შემსუბუქებას მოხმარდება. 

თბილისი - Sputnik საქართველო
როდის გამოუყოფს სსფ საქართველოს მორიგ ტრანშს

მაკროფინანსური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს სტაბილური საგარეო საფინანსო მდგომარეობის აღდგენას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ფინანსდება. 2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა.

„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ვამაყობთ, რომ ამ თანხებს გამოვყოფთ, რომელიც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, რათა მთავრობამ თავისი მოქალაქეებისა და კომპანიების საუკეთესო მხარდაჭერაზე ყურადღების გამახვილება შეძლოს. ეს არის ევროკავშირის საქართველოსთვის COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული უფრო ფართო 1,5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილი“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა. 
ქართული სამზარეულო - Sputnik საქართველო
EBRD და FAO საქართველოს აგროტურიზმის განვითარებაში დაეხმარებიან

დახმარების შემადგენელი ნაწილია 75 მილიონი ევრო 2020 წლის აპრილში გამოცხადებული მაკროფინანსური დახმარების ახალი პროგრამიდან, რომელიც მიზნად ისახავდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შერბილებას. 25 მილიონი ევრო კი არის ბოლო ტრანში 2018 წლის აპრილში დამტკიცებულ წინა მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან.

75 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან ევროკავშირის საქართველოს მთავრობასთან რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოჰყვება. 

რეფორმები სახელმწიფო ფინანსების მართვის, ენერგეტიკისა და შრომის ბაზარზე პოლიტიკის სფეროებში უნდა განხორცილდეს.

თუ მთავრობა შეთანხმებულ რეფორმებს გაატარებს, მაშინ 2021 წლის დასაწყისში შესაძლებელი იქნება მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში დამატებით 75 მილიონი ევროს გამოყოფა.

ყველა ახალი ამბავი
0