ატარე შენი საყვარელი ცხოველი გულის ჯიბით: საინტერესო სტარტაპი ქართველი ხელოვანისგან

© photo: courtesy of UNAხელნაკეთი Გულსაბნევი
ხელნაკეთი Გულსაბნევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გსურთ საკუთარი ცუგა, ფისო, მელაკუდა, ენოტი, ბუ, ან სულაც ვეფხვი და ლომი გყავდეთ, რომელსაც სულ გულის ჯიბით ატარებთ?

რუსკა მაღლაკელიძე ცხოველების გამოსახულებით გულსაბნევებს ამზადებს. როგორც რუსკა ამბობს, იდეა ინოვაციური არ არის, მსგავსი ნამუშევრები არაერთ ქვეყანაში იქმნება. ამის მიუხედავად მისმა ცხოველებმა მაინც დიდი სიყვარული და აღფრთოვანება დაიმსახურეს. თითოეული ცხოველი ექსკლუზიურია და არ მეორდება.

© photo: courtesy of Ruska Maglakelidzeრუსკა მაღლაკელიძე
ატარე შენი საყვარელი ცხოველი გულის ჯიბით: საინტერესო სტარტაპი ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო
რუსკა მაღლაკელიძე

- გაეცანით ჩვენს მკითხველს...

- პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე ფილოლოგი ვარ. ვარ ორი გოგონას და სამი ფისუნიას დედა. ცხოველები ჩემი უსაზღვრო სიყვარულია. მიყვარს ცეკვა, მოგზაურობა, მუსიკა და ყველაფერი ლამაზი სამყაროში.

© photo: courtesy of Ruska Maglakelidzeრუსკა მაღლაკელიძე
ატარე შენი საყვარელი ცხოველი გულის ჯიბით: საინტერესო სტარტაპი ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო
რუსკა მაღლაკელიძე

- ხელსაქმით როდის დაინტერესდით და როგორ შეიწავლეთ?

- ინტერესის გამო ალბათ თითქმის ყველაფერი მაქვს ნაცადი. მშრალი თელვის ტექნიკით დაინტერესება კი ისევ და ისევ ცხოველების სიყვარულმა გამოიწვია. საოცარი ოსტატების ნახელავს გადავაწყდი ინტერნეტში. გავარკვიე როგორ იყო შესრულებული და ჩავუღრმავდი ამ სფეროს, მოვიძიე ინფორმაცია და თავად შევისწავლე ყველაფერი. დღემდე ვსწავლობ და ვიხვეწები.

© photo: courtesy of UNAხელნაკეთი Გულსაბნევი
ატარე შენი საყვარელი ცხოველი გულის ჯიბით: საინტერესო სტარტაპი ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი Გულსაბნევი

- საოცრად ლამაზ ცხოველებს ქმნით, გაგვაცანით ისინი...

- დიდი მადლობა. მათი შექმნა დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე. მასალა არის მირინოსის მატყლი. ძირითადად ჯიბის ბროშებს ვქმნი, ანუ იმის იმიტაციას ქმნიან, თითქოს ჯიბიდან იმზირებიან. ზოგს სულაც სძინავს ჯიბეში და ა.შ. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ჩემი იდეა-გამოგონება არ არის, ყველგან ქმნიან მსგავს ნამუშევრებს.

© photo: courtesy of UNAხელნაკეთი Გულსაბნევი
ატარე შენი საყვარელი ცხოველი გულის ჯიბით: საინტერესო სტარტაპი ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი Გულსაბნევი

- თქვენი თოჯინები ძალიან კეთილად იმზირებიან. მუშაობის პროცესში ნამუშევრებზე თქვენი ხასიათი და განწყობა თუ ახდენს გავლენას?

- თითოეული მათგანი ძალიან თავისებური და ერთმანეთისგან განსხვავებულია, ამიტომაც ავირჩიე სახელი „უნა“, ერთია და ვეღარ მეორდება. ხალისიან განწყობაზე სევდიანი ცუგაც გამომსვლია და სევდიან განწყობაზე – მხიარული მელაკუდაც. ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი.

© photo: courtesy of UNAხელნაკეთი Გულსაბნევი
ატარე შენი საყვარელი ცხოველი გულის ჯიბით: საინტერესო სტარტაპი ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი Გულსაბნევი

- რამდენად საინტერესოა თქვენთვის მუშაობის პროცესი, ყოველთვის კმაყოფილი ხართ შედეგით?

- ძალიან საინტერესოა, რადგან თვითონაც არ ვიცი ვინ გამოვა და როგორი. შედეგით კმაყოფილი ყოველთვის არ ვარ, ყოფილა შემთხვევა ფიგურა ვერ დამიმორჩილებია, თუმცა არ ვნებდები. გზადაგზა ვიხვეწები და უკეთესი შედეგის მოლოდინი მაქვს.

© photo: courtesy of UNAხელნაკეთი Გულსაბნევი
ატარე შენი საყვარელი ცხოველი გულის ჯიბით: საინტერესო სტარტაპი ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი Გულსაბნევი

- მხოლოდ ცხოველებით შემოიფარგლება თქვენი ხელოვნება თუ სხვა ნივთებსაც ქმნით?

- ზოგადად ხელოვნება ჩემთვის უცხო არ არის, დედა მხატვარი მყავს, და – მხატვარი-დიზაინერია. თექით პეიზაჟიც გამიკეთებია, ხატვაც მეხერხება და თიხაც მიტაცებს.

© photo: courtesy of UNAხელნაკეთი Გულსაბნევი
ატარე შენი საყვარელი ცხოველი გულის ჯიბით: საინტერესო სტარტაპი ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი Გულსაბნევი

- სად იყიდება თქვენი ნამუშევრები?

- როგორც უკვე აღვნიშნე, დიდი ხანი არ არის, რაც ამ საქმიანობით დავკავდი, მხოლოდ „ფეისბუქზე“ და „ინსტაგრამზე“ მაქვს გვერდები.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- უამრავი იდეა და ჩანაფიქრი მაქვს, მხოლოდ ჯიბის გულსაბნევებით არ მინდა შემოვიფარგლო, ამიტომ ახლო მომავალში საინტერესო სიახლეებს შევთავაზებ ცხოველების მოყვარულ ხელოვანებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0