გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის დაზიანების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

© Sputnik / STRINGER გელათის მონასტერი
გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის გადახურვის დეფექტებმა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში იჩინა თავი

თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტის სახურავის გამოვლენილი დეფექტების საქმეზე დაწყებულია გამოძიება. უკვე დაკითხული არიან მოწმეები.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაადგინოს, პასუხისმგებელია თუ არა შემსრულებელი. სამუშაოებს ასრულებდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი. მოწმეები უკვე დაიკითხნენ.

გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო
გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები სრულად გამოსწორდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე საუბრობს შემსრულებელი კომპანიის მიერ არაკეთილსინდისიერად წარმოებულ სამუშაოზე. მისი თქმით, აუცილებელია პროექტის ფარგლებში დარღვევების ობიექტური მიზეზების დადგენა.

„გამოძიების პროცესისთვის მნიშვნელოვანია სწორი, ობიექტური მიზეზების განსაზღვრა, რომელთა გამოც პროექტის ფარგლებში დარღვევები იქნა დაშვებული, მაგალითად, რატომ შეიცვალა კრამიტი და ა.შ. ასე იქნება აღნიშნული გამოძიებაში. გამოიკითხა თავად მწარმოებელი, პროექტის ავტორი“, - ამბობს ანთიძე და ხაზს უსვამს, რომ კომპანიამ არაკეთილსინდისიერად შეასრულა სამუშაო.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი ამბობს, რომ ამ საკითხის განხილვა სპეციალისტების მონაწილეობით ფართო შეხვედრაზე უნა მოხდეს.

„დღეს შევთავაზე ოფიციალური შეხვედრის ჩატარება პირდაპირ ეთერში სპეციალისტების, პასუხისმგებელი წარმომადგენლების მონაწილეობით და სიტუაციის ერთობლივად განხილვა“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტერია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა.

გელათის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
გელათის სამონასტრო კომპლექსში გარემო პირობების კონტროლის სენსორები დაამონტაჟეს

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტის სახურავის დეფექტებს, რომლებიც ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში გამოვლინდა, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტები სრულად შეაკეთებენ.

სამონასტრო კომპლექსი 1125 წლამდე შენდებოდა და ხუთი წლის განმავლობაში მოზაიკებით ირთვებოდა, რომლებიც მთელ ამიერკავკასიაში საუკეთესოდ მიიჩნევა.

მე-13 საუკუნეში სამონასტრო ანსამბლს დაამატეს წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგი ეკლესიები, ასევე სამსართულიანი სამრეკლო. კედლის მხატვრობა სხვადასხვა — XII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით — პერიოდს მიეკუთვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გვირგვინოსნების პორტრეტები.

ყველა ახალი ამბავი
0