საქართველომ ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

© AP Photo / Christian Lutzსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას ლავრენტი ბაქრაძისთვის კომპენსაციის სახით 5 ათასი ევროს გადახდა დაავალა.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება, და ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას მოსარჩელე მხარისთვის 5 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქმე „ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება 2006 წელს მოქალაქე ლავრენტი ბაქრაძისთვის პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების „ჩადების“ ფაქტს, რის გამოც იგი უკანონოდ გაასამართლეს. 

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
ციხის ბუნტის ჩახშობა საქართველოში: სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის დარღვევა აღიარა

კერძოდ, 3 მარტს, გვიან ღამით პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი ძალის გამოყენებით ლავრენტი ბაქრაძის სახლში შეიჭრა და ჩხრეკის შედეგად მათ 26,5 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“ ბინაში, ორი აბი კი პირადად მოსარჩელეს აღმოუჩინეს.

ამის საფუძველზე ბაქრაძეს ბრალი წარედგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში. თავად ბრალდებული ამტკიცებდა, რომ პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და როდესაც იგი გონს მოვიდა, მას განუცხადეს, რომ აღმოუჩინეს ნარკოტიკული საშუალებები.

2006 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაქრაძე დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ემყარებოდა მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს საპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმაც.

ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა უკვე არსებული პრეცენდენტით – 2019 წლის 14 მარტის „კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და 2020 წლის 7 მაისის „მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეებით, რომლებიც ასევე ეხებოდა 2004-2008 წლებში პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქეებისთვის ნარკოტიკების „ჩადების“ ფაქტებს, რისი პრაქტიკაც ევროპულმა სასამართლომ სამივე საქმეში დაადასტურა.

ყველა ახალი ამბავი
0